2017-12-26 13:36:16, 1983 ნახვა
საზოგადოება
27 და 28 დეკემბერს რიკოთის საავტომობილი გვირაბში მოძრაობა აიკრძალება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) განახლების გამო, 27 და 28 დეკემბერს, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, გვირაბში აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
"დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა",-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ავტორი: ,