11:32 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 13:07:22, 2517 ნახვა

სამართალი
ოთარ აბესაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის თაობაზე, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

როგორც ადვოკატმა ირმა ჭკადუამ აღნიშნა, ოთარ აბესაძე დღევანდელ პროცესზე შეუძლოდ გახდა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობდა, აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ არ შეცვალა იმიტომ, რომ თურმე საშიში პიროვნება გახლავთ ოთარ აბესაძე და შესაძლოა მოწმეებზე გავლენა მოახდინოს. ვფიქრობ, ამ ქვეყანაში სამართალი რეალურად არ არსებეობს, ყველაფერს აკეთებს მართლმსაჯულება იმისთვის, რომ ოთარ აბესაძის სიცოცხლეს მიუსწრაფოს“,-განაცხადა ირმა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა
თბილისში, ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლა და მიიმალა - შსს-მ 1 პირი დააკავა
Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics