2017-12-26 09:56:29, 2114 ნახვა
საზოგადოება
ახლობლების ინფორმაციით, მესტიის საკრებულოს წევრი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს შვილს გადაეფარა
ახლობლები მესტიის საკრებულოს წევრის ლომარ ნიგურიანის მკვლელობის ახალ დეტალებზე საუბრობენ.
„სახურავზე იდგა გარდაცვლილი ომარ ნიგურიანი. მას ახლდა მისი შვილიც, რომლისთვისაც ის ადამიანი აპირებდა სროლას და მამისი გადაეფარა. ბავშვს აუშარდა რაღაცაზე, თოვლის გადაყრაზე იყო საუბარი“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს დაღუპულის ნათესავმა ნატო ნიგურიანმა.
ცნობისთვის, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი, საკრებულოს წევრი ლომარ ნიგურიაში მესტიაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
ავტორი: ,