|
2017-12-25 19:16:48, 1813 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: ბევრი მავნებელი გვყავს, მაგრამ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიღება რისკის ქვეშ არ დგას
„აზიური ფაროსანას გარდა, ჩვენ დღეს ბევრი სხვა მავნებელიც გვყავს, მაგრამ ამის გამო სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიღება რისკის ქვეშ არ დგას“, - ამის შესახებ გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ექსპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, მოსახლეობა მოსავლის გადარჩენას შეძლებს. „როდესაც არსებობს ასეთი ტიპის მავნებელი, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ გვეყოლება. მეცნიერები ამაზე მსჯელობენ, რომ ეს იქნება ჩვენი სოფლის მეურნეობის ნაწილი, თუმცა უნდა მოვახდინოთ მისი გაკონტროლება და მაქსიმალურად შევამციროთ მისი ზიანი სასოფლო სამეურნეო კუთხით. ჩვენ დღეს ბევრი სხვა მავნებელიც გვყავს, მაგრამ ამის გამო სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიღება რისკის ქვეშ არ დგას. რა თქმა უნდა მოსახლეობა, ფერმერები ატარებენ სწორ ღონისძიებებს, რაც უკავშირდება მავნებელთან ბრძოლას და მცენარეების დაცვას. შესაბამისად, მოსავლის გადარჩენას ახერხებენ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რეკომენდაციების სწორად გამოყენების პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ მავნებელი საკმაოდ რთულია, თავისი ბიოლოგიით, მოსახლეობა 2018 წელსაც შეძლებს მოსავლის მიღებას და გადარჩენას. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ მანდარინის მოსავალის აღება ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. მანდარინის მოსავლის აღების და დაბინავების შესახებ სპეკულაცია არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ფაროსანამ მთლიანად გაანადურა, მაგრამ ეს იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო ინფორმაცია“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)