|
2017-12-25 14:51:09, 1941 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია: ე.წ. რეიდები არაეფექტურია და ადამიანის უფლებების დარღვევის დიდ საფრთხეს შეიცავს
"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია შინგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს და მოუწოდებს, რომ კრიმინოგენური ვითარების გამოსასწორებლად ე.წ. რეიდების მოძველებულ ფორმას ნუ გამოიყენებს. როგორც ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ე.წ. რეიდები არის აბსოლუტურად არაეფექტური და ადამიანის უფლებების დარღვევის დიდ საფრთხეს შეიცავს. "ერთის მხრივ ცალსახად ძალიან კარგია რომ ახალი მინისტრი კრიმინოგენურ ვითარების დამძიმებას არ აბრალებს მედიას და საზოგადოებას. რეალურად მან აღიარა რომ ქვეყანაში ეს გამოწვევა არის. თუმცა ის ფორმები, როგორც დაიწყო სამინისტრომ ამ კრიმინალთან ბრძოლა და კონკრეტულად ვგულისხმობ ე.წ. რეიდებს, ეს არის აბსოლუტურად არაეფექტური და უარესიც, შეიცავს დიდი საფრთხეს ადამიანის უფლებების დარღვევის. ჩვენ ვიცით ეს ძალიან კარგად გამოვლილი გვაქვს თავის დროზე. რეალურად ეს არის მასიური საფრთხის შექმნა წესიერი მოქალაქეებისთვის, როდესაც პოლიცია გამოდის მასიურად ქუჩაში და არღვევს ადამიანის უფლებებს. მინისტრმა თავად თქვა რომ ადამიანის უფლებების დაცვა შს სამინისტროს მთავარი ამოცანაა კრიმინალთან ბრძოლასთან ერთად და ამიტომ ესეთი გზებით ჩვენ მხოლოდ დავამძიმებთ ვითარებას. ჩვენ ვნახეთ კონკრეტული შემთხვევა რომელიც ლოგიკური იყო პოეტთან დაკავშირებით , მისი უფლებები უხეშად დაირღვა . პოეტის მსგავსად უამრავი შემთხვევა იქნება და რეიდი მოიცავს ბუნებრივია ამ საფრთხეს. მოვუწოდებ შს მინისტრს ძველ რეიდებს რომელიც კარგად ვიცით რისი მომტანია, რეალურად გააგრძელოს დანაშაულთან ბრძოლა, გაქრეს დაუსჯელობის სინდრომი, რომელმაც თავის დროზე გააღვივა ეს ვითარება როცა ადამიანებს გონიათ რომ არ დაისჯებიან", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიციო კონტროლის შედეგად 127 პირი დააკავა.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)