|
2017-12-22 19:09:43, 2280 ნახვა
საზოგადოება
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის წლევანდელი ლაურეატები გახდნენ: ჯემალ შონია - პოეტური კრებულისათვის „წაუკითხავი“, ნანა ქარდავა - წიგნისათვის „სოხუმში, უსახელო ქუჩაზე“, აზა ბასლანძე - საბავშვო ლექსების კრებულების სერიისათვის: „მომღერალი ფერები“, „თეთრი ღრუბლები“, „ოქროს თევზი“ და „მხიარული ფიქრები“. დაჯილდოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ოტარ ჟორდანია ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)