|
2017-12-22 17:39:28, 2218 ნახვა
ეკონომიკა
თემურ ჭყონია საზღვაო ტრანსპორტის განვითარების იდეით გამოდის
ბიზნესმენი თემურ ჭყონია საქართველოში საზღვაო სამოქალაქო ტრანსპორტის იდეით გამოდის და აღნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოს იმ იშვიათი ქვეყნების რიგშია, რომელსაც აქვს ზღვა და საზღვაო ტრანსპორტი არ აქვს განვითარებული. „შენდება მაგისტრალები, იჭრება ახალი გვირაბები, თუმცა, დღემდე არ არის საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში შესაძლებელია საზღვაო ტრანსპორტის განვითარება“, - ამბობს ჭყონია გაზეთ „ბანკები და ფინანსებთან“ საუბრისას. მისი თქმით, შესანიშნავი იქნება, რომ თუნდაც სეზონურად მაინც, პირველ ეტაპზე, ამოძრავდეს რეგულარული საზღვაო რეისი ურეკი - ბათუმი, ქობულეთის გავლით. „ზღვა გაცოცხლდება. როდესაც ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ერთ–ერთი თემა ისიც უნდა იყოს, რომ ზღვაში ტრანსპორტი ამოძრავდეს. ფოთი, ურეკი, ქობულეთი, ბათუმი, ანაკლია - ჩვენ საკმაოდ ბევრი საზღვაო ქალაქი გვაქვს. მაგალითად, ქობულეთში რომ გაკეთდეს მცირე პორტი, მაშინ კერძო ბიზნესმენებიც გამოჩნდებიან, რომლებიც ამ ინფრასტრუქტურას მოემსახურებიან, შესაბამისად ახალი ბიზნესები გაჩნდება. ეს თემა არის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი. მესმის, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია, თუმცა საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია“, - აცხადებს თემურ ჭყონია. მისი აზრით, მსგავსი მცირე პორტების გაკეთებას, სავარაუდოდ, დასჭირდება 3–4 მილიონი, რაც არცთუ ისე დიდი თანხაა. „მსგავსი პროექტებისთვის ხორცშესხმის შედეგად კი გზები განიტვირთება, საზღვაო მოძრაობა აღდგება, თევზაობა დაიწყება, სიცოცხლე გაჩნდება ზღვაზე, ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება და ახალი, დამატებითი შემოსავალი გაუჩნდება ხალხს. ამიტომ საზღვაო ტრანსპორტის ფუნქციონირება შავი ზღვის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა უნდა იყოს“, - აცხადებს თემურ ჭყონია.
(NS)
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)