08:39 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 16:41:39, 1797 ნახვა

საზოგადოება
შიდა ქართლში ფერმერებისთვის სწავლებები გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი  რეგიონის სოფლის მეურნეობის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით ფერმერებისთვის სიახლეების, რეკომენდაციებისა და გამოცდილების გაზიარებას, თემატური სწავლებების  ჩატარებას  გულისხმობს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე, მოადგილე სიმონ გულედანი და ფერმერები ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ სახელმწიფოს მიერ რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეგიონში სოფლის მეურნეობის მიმართულებით  სხვადასხვა პროექტი ხორციელდება, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას.

„ყველა ის პროგრამა რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ხორციელდება გაფართოვდება და  მასშტაბური გახდება, რაც  დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იზრუნებს ადგილობრივი ფერმერების ცოდნის ამაღლებაზე და მიაწვდის ინფორმაციას იმ  სიახლეებზე, რომლებიც აგრარულ სფეროში ხორციელდება“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ფერმერებს მარცვლელული კულტურების მოვლა-მოყვანის და დაავადებეთან ბრძოლის მეთოდებზე, სათესლე და სარგავი მასალი სეტიფიცირებაზე, ინსპექტირებასა და კანონმდებლობაზე, რეგიონში მეცხოველობის განვითარებაზე, მეხილეობაზე და დარგში არსებულ პრობლემებზე სწავლებები ჩაუტარეს.

სოფლის მეურნეობის მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების სამსახურის უფროსმა დავით ჩიჩუამ კი ადგილობრივებს შიდა ქართლში  მეღვინეობის პოტენციალი გააცნო.

ღონისძიების ფარგლებში იშვიათი ვაზის  ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics