|
2017-12-22 16:35:02, 2013 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივა განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონული ეკონომიკური პროექტების მნიშვნელობას, სამხრეთკავკასიური ლოგისტიკური დერეფნის შესაძლებლობების განვითარებას და აღნიშნულ დერეფანში ტვირთების დამატების შესაძლებლობას, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს წარმატებებს ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მიღწევის თვალსაზრისით. შეხვედრის დასასრულს, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და იმედი გამოითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)