|
2017-12-21 22:56:44, 2148 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: გაერო-ში იერუსალიმის საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ მივიღეთ
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველომ გაერო-ს საგანგებო სხდომაზე, იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ მიიღო. „დასრულდა კენჭისყრა რეზოლუციაზე, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ქვეშ იყო. ჩვენ როგორც ვნახეთ, შედეგების შესაბამისად გაიყო პოზიციები, 35-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, თავის შეიკავეს მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა. ევროკავშირის პოზიციაც არ იყო ერთიანი. ჩვენ, როგორც მე ამ საკითხზე უკვე აღვნიშნე, გავიარეთ კონსულტაციები პარტნიორებთან და ამ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენმა დელეგაციამ არ მიიღო განხილვაში მონაწილეობა, შესაბამისად, არც კენჭისყრაში“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. შეგახსენებთ, საქართველომ გაერო-ში იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებული რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)