15:00 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 21:07:41, 2230 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ახალგაზრდები უნდა წავახალისოთ, რომ მათ თავიანთი ბიზნესი შექმნან

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდები, რომ მათ შექმნან და განავითარონ საკუთარი ბიზნესი,  დაასაქმონ საკუთარი თავი და შემდგომში სხვები" - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ახალგაზრდების ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ჩართულობას ეხებოდა.

 „ამ მიმართულებით ძალიან აქტიურები ვართ და გავაგრძელებთ პროცესს.  ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული რეგიონებში ინოვაციური ცენტრების გახსნა, ამავე დროს, პროფესიული განათლების განვითარების კვალდაკვალ, რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნა. ვითანამშრომლებთ ყველა ინიციატორთან ახალგაზრდების დასაქმების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების სტარტაპების წახალისება და შესაბამისად, უნივერსიტეტებიდან და  პროფესიული განათლებიდან იმ კადრების მიღება,  რომლებიც ბაზარზეა მოთხოვნადი " - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

(NS) 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics