10:02 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 20:58:07, 2189 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილების წილი 7%-დან 35%-მდე გაიზარდა

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქართველოში შემოსული ჰიბრიდული ავტომობილების წილი ბოლო ერთ წელში მკვეთრად გაიზარდა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა  ეკონომიკაზე აქციზის ზრდის ეფექტზე ისაუბრა  და  აღნიშნა, რომ აქციზს, ზოგადად, აქვს მარეგულირებელი გავლენა ეკონომიკაზე.

ამის მაგალითად პირველმა ვიცე-პრემიერმა თამბაქოზე აქციზის ზრდა მოიყვანა.

კერძოდ, მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ეს აქციზი გაიზარდა, საქართველოში თამბაქოს მოხმარება დაახლოებით 14-15%-ით შემცირდა.

„რაც შეეხება ავტომანქანებს: იმის გამო, რომ ჩვენ  აქციზის სტრუქტურა შევცვალეთ, პრაქტიკულად, აღვიდგინეთ აზერბაიჯანის ბაზარი, ვინაიდან ჩვენმა ტრეიდერებმა ახალი ავტომობილების შემოყვანა დაიწყეს - თუ 2016 წლის მე-6-მე-10 თვეებში განხორციელებული იყო 75 მილიონის რეექსპორტი, 2017 წელს ეს თანხა 106 მილიონამდე ავიდა“, -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ხდება ავტოპარკის განახლება ჩვენი ქვეყნის შიგნითაც,

კერძოდ: თუ 2016 წლის მე-6-მე-11 თვეებში, როცა კანონი ამუშავდა, 0-დან 9 წლამდე ავტომობილები იყო შემოსული მანქანების მხოლოდ 30%, 2017 წლის იგივე პერიოდში ამ ასაკის ავტომობილებმა მთლიანად შემოსული ავტოპარკის 77% შეადგინა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ასეთივე პოზიტიური სურათია ქვეყანაში შემოყვანილი ჰიბრიდული ავტომობილების სტატისტიკაშიც - თუ 2016 წლის მე-6-მე-11 თვეებში  მათი წილი მთლიანი ავტოპარკის 7% იყო, 2017 წელს ეს რიცხვი 35%-მდე გაიზარდა.

(NS) 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics