02:27 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 17:52:28, 1840 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: ოპოზიციას რეალური დებატის სურვილი არ აქვს და სპექტაკლებს უნიჭოდ დგამს

„ეს იყო უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, არ იყო მზაობა პასუხების მოსმენის, კითხები იყო არაკომპეტენტური და არაპროფესიონალური”,-ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან საგარო პოლიტიკის საკითხებზე გამოხატულ კრიტიკას.

„ ყველას არ მოეთხოვება იცოდეს დეტალები საერთაშორისო ინსტიტუტების და ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, მაგრამ  იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს საგარეო პოლიტიკას ახორციელებდნენ, მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ის კითხები, რომლებიც დასვეს საკომიტეტო მოსმენების და შეხვედრების ფორმატში იყო უადგილო, არაპროფესიონალური და არაკომპეტენტური“,-აღნიშნა ჯანელიძემ.

მან ასევე აბსურდული უწოდა ოპოზიციის ბრალდებებს საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში არგამოცხადებასთან დაკავშირებით

"არასწორია ბრალდება, რომ თითქოს მე არ მივდივარ პარლამენტში და არ ვესწრები დებატებს, მე წელს ორჯერ ვიყავი პარლამენტში მოხსენებით, სადაც ვისაუბრე შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე, და წელს უკვე მესამედ ვარ აქ, სადაც კითხვა პასუხის რეჟიმში მიწევს ინფორმაციის მიწოდება დეპუტატებისთვის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ  გუშინ იყო მხოლოდ კითხები და პასუხების მოსმენის არანაირი სურვილი არ გამოხატულა ამ პარტიის მხრიდან. მე მინდა განვაცხადო, სანამ არ იქნება მათი მხრიდან სურვილი იყოს რეალური დებატი, რეალური კითხვა-პასუხის რეჟიმი და არა უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები, ასეთ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს არანაირი აზრი არ ექნება. მოსახლეობას უნდა ვცეთ პატივი, უნდა ვიდებატოთ, მივაწოდოთ ინფორმაცია. შესაბამისად  მათი მხრიდან კითხვის დასმის დროს პასუხის გაცემის საშუალებაც უნდა გვქონდეს და იმედია ეს მომავალში ასე იქნება"- განაცხადა ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძე ასევე გამოეხმაურა გუშინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტს.

"ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია და პროვოკატორების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ უნდა იყოს",-დასძინა ჯანელიძემ.

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics