00:27 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 16:02:18, 1575 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: ევროპის საბჭოში რუსეთის ხმის აღდგენის საკითხზე ოპოზიციამ არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის კრიტიკას ევროპის საბჭოში რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენის საკითხზე საქართველოს პოზიციის გამო.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, რუსეთისთვის ხმის აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს საპარლამეტო ასამბლეა იღებს. რაც შეეხება ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციას, მინისტრის თქმით, საქართველო ყოველთვის მოქმედებს ეროვნული ინტერესების დაცვისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ამ შემთხვევაში ევროპის საბჭოს პრინციპების გათვალისწინებით.

„აქაც სრული არაკომპეტენტურობა გამოავლინეს, როდესაც ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყეს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ინსტრუქცია ჩვენი ელჩისთვის მიცემული და ჩვენი წარმომადგენლისთვის. ეს არის რომ მან იმოქმედოს და ნებისმიერი მისი განცადება და ჩართულობა იყოს შესაბამისი ევროპის საბჭოს ძირეულ პრინციპებთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან. თუმცა ეჭვი მიჩნდება, რომ იმ ადამიანს ვინც ეს შეკითხვა დასვა მას საერთოდ არ გააჩნია ეროვნული ინტერესები, მას მხოლოდ პარტიული ინტერესები ამოძრავებს და ეს დადასტურებული ფაქტია სწორედ იმ მიწერილი კომუნიკაციით, რასაც ის ახორცილებს ევროპარალმენტარებთან. მეორე რაშიც გამოიხატება არაკომპეტენტურობა - მინისტრთა კომიტეტი არ არის უფლებამოსილი განიხილოს რუსეთის ხმის აღდგენის საკითხი, შესაბამისად ნებისმიერი კითხვა თუ რა პოზიცია დააფიქსირა სხდომაზე ჩვენმა წარმომადგენემა რუსეთის საკითხთან დაკავშირებით არის სრულად არაკომპეტენტური. ამასთან ერთად ნებისმიერი განხილვა, რომელიც მინისტრთა კომიტეტში იმართება არის დახურული, და მინისტრთა კომიტეტი რეგულარულად აფრთხილებს ყველა მისიას, რომ ის საკითხები რომელიც იხილება მინისტრთა კომიტეტში, არ იყოს საჯარო და არ მოხდეს მისი გაჟღერება. რაც შეეხება ხმის აღდგენის პროცესს, ეს არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადასაწყვეტი და პარლამენტარების კომპეტენცია", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics