07:35 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 15:19:00, 2284 ნახვა

საზოგადოება
დევნილი ოჯახების სია გამოქვეყნდა, რომლებსაც გორში ბინები გადაეცემათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გორში 480 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 8 ათსართულიანი კორპუსი ააშენა. 

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დაასრულა 480 ბინის განაწილების პროცესი და სამინისტროს ვებ-გვერდზე ქვეყნდება იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ.

უწყების ცნობით, კომისიის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის რეგიონში 5 ნგრევადი ობიექტი იხურება.

ამ ეტაპზე,  საცხოვრებელი ფართი 436 დევნილ ოჯახს გადაეცემა, დარჩენილ 44 სამოთახიან ბინაზე კი განაცხადების მიღების მეორე ეტაპი გამოცხადდება.

პირველ ეტაპზე, განაცხადის შევსება მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილებს შეეძლოთ და სამოთახიანი ბინის მსურველი ყველა ოჯახი, რომლებსაც, კრიტერიუმების შესაბამისად, მინიმუმ 1 ქულა მიენიჭათ დაკმაყოფილდა.

მეორე ეტაპზე, სამოთახიანი ბინის მოთხოვნით,  განაცხადის შევსება  ნებისმიერ დევნილ ოჯახს, 25 დეკემბრიდან 20 იანვრის ჩათვლით შეუძლია.

მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან იმ დევნილებს, რომლებსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. დევნილების მიღება გორის მერიაში 22 და 23 დეკემბერს გაიმართება.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია.

სია იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/ab31e

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics