07:35 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 12:09:34, 2124 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდს ამონაწერის Blokchain-ში ძებნის ფუნქცია დაემატა

საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდს ამონაწერის Blokchain-ში ძებნის  ფუნქცია დაემატა. უძრავ ნივთზე მომზადებული ამონაწერის  ნამდვილობის ბლოკჩეინის გლობალურ ქსელში გადამოწმებას მომხმარებელი დღეიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდანვე შეძლებს. უძრავი ქონების რეესტრის ელექტრონული მომსახურებას დაემატა ფანჯარა "ძიება ბლოკჩეინში", რომლის საშუალებითაც  მომზადებული დოკუმენტის  უტყუარობის შემოწმება არის შესაძლებელი.

მომხმარებელმა დოკუმენტის ჰეშ-კოდი სპეციალურ საძიებო ველში უნდა ჩაწეროს, აირჩიოს "ძებნა ბლოკჩეინში" ღილაკი და  ძიების შედეგებს დაელოდოს.

https://naprweb.reestri.gov.ge/#/blockchain

ამონაწერის  უტყუარობას ბიტკოინის ბლოკჩეინსა და საჯარო რეესტრის ვებგვერდებზე არსებული უნიკალური კოდების იდენტურობა მოწმობს.

გარდა საჯარო რეესტრის ვებგვერდისა,  ბლოკჩეინის ქსელში უძრავ ქონებაზე ამონაწერის ნამდვილობის გადამოწმება მოქალაქეებს სპეციალურ ვებგვერდებზე:  http://www.blockchain.info, www.blocktrail.com, www.btc.comდა სხვ.  კვლავ შეუძლიათ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან უძრავ ქონებაზე მომზადებული ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემაში 2017 წლის 20 თებერვლიდან  ავტომატურად იგზავნება. ბლოკჩეინი მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა. მასში არსებული ჩანაწერები მთელ მსოფლიოში, ათიათასობით კომპიუტერში ინახება. ბლოკჩეინი ნებისმიერი ტრანზაქციის დაცულობას, გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. მასში მოხვედრილი მონაცმების  წაშლა, შეცვლა,  გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც    უძრავი ქონების რეგისტრაციისას  ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ მიღწევას იყენებს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics