|
2017-12-21 10:56:09, 1892 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ჩინეთში შეხვედრები გამართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციის ქალაქ იბინში (Yibin) გამართულ გამოფენა-ფორუმში "China international Spirits Culture Festival 2017” მონაწილეობდა, სადაც საქართველო, საფრანგეთთან ერთად, საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის, სიჩუანის პროვინციის გუბერნიისა და ჩინეთის ალკოჰოლური სასმელების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, აბრეშუმის გზის პროექტ - "ერთი გზა ერთი სარტყელი"-ს ფარგლებში. უწყების ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, ასევე მონაწილეობდა პანელურ დისკუსიებში. გიორგი სამანიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და მისი მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრების მიზნით განხორციელებული მარკეტინგული აქტივობების შესახებ გამოცდილება გაუზიარა. ვიზიტის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრები სიჩუანის პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ კომერციულ პირებთან გამართა, სადაც განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო 2018 წელსაც გააგრძელებს აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ამ ქვეყანაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის მიზნით. ჩინეთი რჩება ქართული ღვინის საექსპორტო სტრატეგიულ ბაზრად. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 6,73 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 38%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს. ჩინეთი, ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს. (NS)
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)