13:31 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 20:49:13, 2005 ნახვა

კომენტარი
იუსტიციის სამინისტრო: ხათუნა გოგორიშვილი ცრუობს

„ხათუნა გოგორიშვილის განცხადება, რომ იუსტიციის სამინისტრომ უარი უთხრა მას ინფორმაციის გაცემაზე, სიცრუეა“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ხათუნა გოგორიშვილმა 2017 წლის 25 აპრილს მიმართა იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვა ინფორმაცია ცენტრალური აპარატისა და სსიპ-ების თანამდებობის პირების  2016 წლის შრომის ანაზღაურების რაოდენობის თაობაზე.

სამინისტროში აცხადებენ, რომ 30 მაისს დეპუტატს გაეგზავნა საპასუხო წერილი დანართი დოკუმენტებით, რომლებშიც წარმოდგენილი იყო ინფორმაცია სსიპ-ების ხელმძღვანელების შრომის ანაზღაურებაზე. 

„რაც შეეხება სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების საკითხს, წერილში აღნიშნული იყო, რომ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა, მათ შორის, თანამდებობის პირთა, შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე. წერილში  მითითებული იყო ელექტრონული მისამართი სამინისტროს საიტიდან, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს ინფორმაცია http://justice.gov.ge/Ministry/Index/469. 

 იუსტიციის სამინისტრო მითითებულ ელექტრონულ მისამართზე პროაქტიულად აქვეყნებს ინფორმაციას არა მარტო თანამშრომლების შრომით ანაზღაურების თაობაზე, არამედ − სახელმწიფო შესყიდვების, ბალანსზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონების, მივლინების, საკომუნიკაციო, საწვავის და სხვა ხარჯების შესახებ.

ხათუნა გოგორიშვილმა უმცირესობის ფრაქციის სხდომაზე განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ არ მისცა  ინფორმაცია სამინისტროს თანამდებობის პირთა და სსიპ-ების ხელმძღვანელების 2016 წლის შრომის ანაზღაურების შესახებ“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics