|
2015-05-10 11:08:29, 456 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საპატრულო პოლიციის მედია-სემინარში მონაწილე მედიის წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადაეცათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარებული მედია-სემინარის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა. მედია-სემინარი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა საპატრულო პოლიციის მუშაობის, მეთოდების და განხორციელებული სიახლეების გაცნობას და ამ საკითხებში ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლებას. ამ ტიპის სემინარი საპატრულო პოლიციაში პირველად ჩატარდა. შსს-ს მიერ ჩაატრებული სემინარი თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგებოდა. სწავლების თეორიულ ნაწილზე მედიის წარმოამდგენლებს საპატრულო პოლიციის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა დეპარტამენტის მუშაობის სტილი, სტრუქტურა და მეთოდები გააცნო. სემინარზე ასევე საუბარი იყო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საპატრულო პოლიციის მუშაობაში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე. მედიის წარმომადგენლებს თეორიულ ნაწილში ასევე გააცნეს ყველა ის განხორციელებული სიახლე რაც ბოლო პერიოდში საპატრულო პოლიციაში განხორციელდა. სემინარზე დაისვა ბევრი საინტერესო კითხვა რაზეც ლევან მაჭავარიანმა ამომწურავი პასუხები გასცა. მედია-სემინარის ფარგლებში, ჟურნალისტებმა დაათვალიერეს პატრულ-ინსპექტორის აღჭურვილობა, შეიარაღება და ავტომანქანები. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებს დეტალურად აუხსნეს და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ახალი ტექნიკური საშუალებების შესახებ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)