|
2017-12-20 17:33:35, 1832 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე: ვაღიარებთ, ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა
„ვაღიარებთ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა, ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას შეკითხვას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, რეაგირება, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლებამ მოახდინა, აბსოლუტურად ადეკვატური იყო. „ეს საკითხი არის გამოძიების პროცესში. ძალიან მძიმე საკითხია, გეთანხმებით და იმასაც ვაღიარებთ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა. არ უნდა მომხდარიყო, ასეთი რამ, რაც მოხდა. თუმცა სიმართლე საბოლოოდ ჯერ არ გარკვეულა, თავისთავად ფაქტი არის ძალიან დიდი ჩავარდნა, კიდევ ერთხელ ვამბობ. მგონი, რეაგირება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა, როდესაც გათავისუფლებული იქნა, როგორც კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი, ასევე სასაზღვრო პოლიციის უფროსი, იყო აბსოლუტურად ადეკვატური, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მათი ბრალეულობა არაფრით არ არის ჯერჯერობით დადასტურებული, მაგრამ მათ აიღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაზე. გამოძიება წინ არის, ჩვენ მივმართეთ შუამდგომლობით აზერბაიჯანის სამართალდამცველ უწყებებს, რომ გაცვლილ იქნას მაქსიმალურად ინფორმაცია. ჯერჯერობით რა შედეგი დაიდება გამოძიების შედეგად, არავინ შეიძლება, რომ იწინასწარმეტყველოს და ჩემთვის მოცემულობად ვერ აღიქმება, ბატონი მუხთარლის მიერ მიცემული ჩვენება. ამიტომ, მე არ მაქვს უფლება ამაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. პოლიტიკური კომენტარი მოგახსენეთ, რომ საკმაოდ პრობლემური საკითხია“, - განაცხადა პრემიერმა.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)