13:39 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 16:33:38, 1837 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტარებს „აწარმოე საქართველოში" პროგრამის შედეგები გააცნო

პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის წევრებს მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროგრამების მხრივ არსებული მდგომარეობა გააცნო.

  დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ინდუსტრიული და მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამების შესახებ ისაუბრა.

 მისი  ინფორმაციით, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება როგორც ექსპორტის სტიმულირების, ისე მეწარმოების განვითარების მიმართულებით.  პროგრამის.

ქუმსიშვილის თქმით,  „აწარმოე საქართველოში" მიერ დაფინანსებული ინდუსტრიული პროექტების რაოდენობა დღეს 254-ს შეადგენს, მათ შორის სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონება არის  92, გაცემული სესხი - 393 მლნ. ლარი, ინვესტიციები - 687 მლნ ლარი.

ამასთან, როგორც პირველმა ვიცე- პრემიერმა აღნიშნა,  პროგრამის ფარგლებში დასაქმებულთა რაოდენობამ 12 000-ზე მეტი ადამიანი შეადგინა.

 რაც შეეხება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას, დიმიტრი ქუმსიშვილმა მასზე მუშაობის დაწყების პერიოდი გაიხსენა. 

„როდესაც ჩვენ ამ პროგრამაზე დავიწყეთ  საუბარი, (ის „ბრიტიშ პეტროლიუმისგან" ვისწავლეთ), მაშინ იყო ძალიან დიდი კითხვის ნიშნები, თუ რამდენად მოახერხებდა ერთი მოსახლე 5000 ლარად რაღაც ბიზნესის შექმნას. პირადად მე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან თანხის მოცულობა  მცირეა, მაგრამ პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა" – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას რეგიონებში 8000-ზე მეტი ბენეფიციარი ყავს, გადამზადებულია 14 000-ზე მეტი ადამიანი და შექმნილია შესაბამისი სამუშაო ადგილები.

„თავად პროგრამის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს ასწავლის საბაზისო უნარებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შემდგომში კი მას აძლევ იმ მინიმალურ თანხას და შესაძლებლობას, რომ ადგილზე განავითაროს ბიზნესი",-განაცხადა ქუმსიშვილმა.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics