|
2017-12-20 16:27:43, 1659 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: მთავრობის მიერ ექსპორტის წახალისების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებს თავისი შედეგი მოაქვს
პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის წევრებს ექსპორტის მაჩვენებლები გააცნო. დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში წარმოებული პროდუქციის საექსპორტო დინამიკის შესახებ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით,ქვეყანას 2017 წელს საკმაოდ კარგი მონაცემები ქონდა ექსპორტის მაჩვენებლებში - 11 თვის განმავლობაში ექსპორტის 27%-იანი ზრდა დაფიქსირდა. „რა თქმა უნდა, ეს თავისით არ მომხდარა, მნიშვნელოვანი იყო სასაქონლო პროდუქციაზე ფასების ზრდა საგარეო მიმართულებით, თუმცა, დივერსიფიკაციას აშკარად აქვს ადგილი. საქართველოს მთავრობის მიერ ექსპორტის წახალისების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებს თავისი შედეგი მოაქვს", - აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2017 წლის 11 თვეში ძალიან დიდი ზრდაა რამდენიმე პროდუქტის ექსპორტის მიმართულებით. „გამოვყოფდი რამდენიმე პროდუქტს, რომლებსაც შეგვიძლია „ჩემპიონები" დავარქვათ. ევროპის ახალი ბაზრის გახსნა აისახა ხილის და ბოსტნეულის პროდუქციაზე, მაგალითად, ჯემების ექსპორტის ზრდა 1476 %-ია. , ეს ნიშნავს, რომ ბაზარი გაიხსნა და ვიღაცამ იქ მაღალი სტანდარტით დამზადებული პროდუქციის შეტანა მოახერხა. ძალიან საინტერესო მიმართულება იყო ცხვრის ხორცი, აქაც მოხდა პრაქტიკულად ახალი ბაზრების ათვისება და ექსპორტის ზრდამ 800 % შეადგინა. ასევე ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს ფეროშენადნობების მიმართულებითაც - 86%-იანი ზრდა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მინისტრის ინფორმაციით, 51%-იანი ზრდაა ყურძნის ნატურალური ღვინოების მიმართულებითაც. „ჩინეთში 2017 წლის პირველ 10 თვეში 6,081 000 ბოთლი ღვინო შევიტანეთ, რაც 41%-იანი ზრდაა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ შესაძლებლობა გვექნება, რომ ქართული ღვინისთვის და სპირტიანი სასმელებისთვის ჩინეთი ნომერ პირველი ბაზარი გახდეს" – აღნიშნა ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე პრემიერის განცხადებით, ზრდა ფიქსირდება მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ასევე სპირტიანი სასმელების, მადნების და კონცენტრანტების (33%), სასუქების (19%), უალკოჰოლო გაზიანი სასმელების (49%) მიმართულებითაც. „რა თქმა უნდა, ექსპორტს ხელშეწყობა სჭირდება, რასაც საქართველოს მთავრობა აუცილებლად გააგრძელებს და წლიდან წლამდე ჩვენ ექსპორტის ზრდა გვექნება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)