00:27 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 15:44:33, 1612 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია იმ გეოლოგიური ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმ გეოლოგიური ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფომ ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ მის ხელთ არსებული გეოლოგიური რუკებისა და მონაცემების ციფრულ ფორმატში  გადატანა მომხდარიყო.

„ვფიქრობთ, რომ ეს მონაცემები უნდა გაიხნას. დღეს აღნიშნული  საინფორმაციო პაკეტი ფასიანია და ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს გახსნილი იმისთვის, რომ ინვესტორებმა ნახონ, თუ რა გააჩნია სახელმწიფოს და შესაბამისად, მარტივად მიიღონ გადაწყვეტილება ამ მიმართულებით. საბოლოო ჯამში, დარგის რეფორმის შედეგებით, ჩვენ გვექნება განვითარებული სანედლეულო ბაზა, გამართული ბიზნესპროცესები, ეკონომიკურად მომგებიანი და გამჭვირვალე ბიზნესსისტემა და რა თქმა უნდა, გაზრდილი საინვესტიციო მიმზიდველობა ამ მიმართულებით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics