|
2017-12-20 14:52:26, 1644 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: დღგ-ის დაბრუნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყიბისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
მომავალი წლიდან უმნიშვნელოვანესი რეფორმა იგეგმება დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობების დაბრუნების მიმართულებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერთიანებულ საპარლამენტო კომიტეტებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რეფორმა გულისხმობს დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების გამარტივებული და უსწრაფესი სისტემის დანერგვას. "დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვის შედეგად შესაძლებელი იქნება დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება განხორციელდეს 5-7 სამუშაო დღის განმავლობაში, მხოლოდ ელექტრონული განაცხადის წარდგენის საფუძველზე. რეფორმა ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის პროგრამული უზრუნველყოფისა და რისკების შეფასების სისტემების სრულად განახლებას. აღნიშნული რეფორმის განხორციელების შედეგად, მომდევნო წლებში, კერძო სექტორში, დამატებით 600 მილიონ ლარამდე ფულად რესურსი გაჩნდება, რაც მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ბიზნესის განვითარებისთვის. დღგ-ის ზედმეტობების დროული, მარტივი და ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშოწყობისთვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
(NS)
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)