02:48 - 28 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 12:23:39, 1888 ნახვა

ეკონომიკა
2017-2021 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 15 მიალიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება

„ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის მაღალ ნიშნულზე აყვანისთვის, ჩვენ ვგეგმავთ, დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა  კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„2017-2020 წლებში დაგეგმილი გვაქვს 19 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ეს არის მხოლოდ საბიუჯეტო ინვესტიციები ამ მიმართულებით. ამ თანხიდან 8 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, გავაუმჯობესოთ ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი და გავხდეთ „აბრეშუმის გზის" მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს კი თავისთავად დამატებითი და გაზრდილი შემოსავლებია ქვეყნის ეკონომიკაში", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 მისივე ინფრომაციით, რეფორმების წარმოდგენილი გეგმით, 4 წლის განმავლობაში აშენდება  მინიმუმ 800 კმ ახალი გზა, ხოლო მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურებით შეიქმნება დამატებით 50 ათასი სამუშაო ადგილი.

 ჯამში, 2017-2021 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 15 მიალიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება, რომლის ფარგლებშიც, განხორციელდება ქვეყნის ძირითადი სატრანსპორტო ხერხემლის - აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულება, ასევე განხორციელდება ჩრდილოეთ-სამხრეთ კორიდორის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ტურისტული, ენერგო და სხვა სახელმწიფო თუ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა- რეაბილიტაცია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სრებრენიცაში გენოციდის ბრალდებით გასამართლებული რატკო მლადიჩი ჰააგაში გარდაიცვალა
ზელენსკი კიშინიოვში ჩავიდა
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
კობახიძე ამბობს, რომ 10 წლის მუშაობის შედეგად მდინარაძემ ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics