07:37 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 12:04:21, 1793 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა მოადგილეებს სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დაწყება დაავალა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძესა და მერის მოადგილე მაია ბითაძეს სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების დაწყება დაავალა.

როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დღის განმავლობაში, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით, კონკრეტული საათები უნდა დაწესდეს.

„საცობების მოწესრიგება, რა თქმა უნდა, კომპლექსური პრობლემაა და ამას მასშტაბური მიდგომები სჭირდება, თუმცა ის კომპონენტები, რაც ნარჩენების გატანას, სამარშრუტო ტაქსების სწორ მოძრაობას, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებას ეხება, უნდა დარეგულირდეს, რაც ნაწილობრივ, ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც საცობებთან დაკავშირებით გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი საკითხების დარეგულირებას სხვა ღონისძიებებიც მოჰყვება, რათა ქალაქში ზოგადად, საცობების პრობლემა მოგვარდეს. 

„ჩემი თხოვნაა, რომ სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, რომ ეს ყველაფერი დალაგდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics