|
2017-12-20 10:57:04, 1479 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია: ჩვენი პოლიტიკა იქნება მკაცრი, მაგრამ სამართლიანი
„დღეს ჩვენი მიზანი ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გარანტიების შექმნაა. ამავდროულად ამ მიზანს თან უნდა ახლდეს ნდობის აღდგენა მოქალაქესა და სამართალდამცავ ორგანოს შორის“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიზნის მისაღწევად აუცილებელია, საზოგაოდება სამართალდამცავი ორგანოების გვერდით დადგეს. „აღნიშნული მიზნის მისაღწევად ჩვენი პოლიტიკა იქნება მკაცრი, მაგრამ სამართლიანი და იმედი გვაქვს, რომ ამ პოზიციაში ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მოქალაქე იქნება სამართალდამცავი ორგანოების გვერდით. დღეის მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი ფუნდამენტური გამოწვევების გარდა, როგორიც არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, უსაფრთხოების გარანტიები, საზღვრის დაცვა, ადამიანის უფლებებზე ზრუნვა, პრევენციაზე ორიენტირებული საპოლიციო მართლმსაჯულება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. შესაბამისად, ჩვენ იმ ძირითადი საკვანძო მიზნების გათვალისწინებით, რომლებიც უკვე ჩამოვთვალეთ ვსახავთ შემდგომ პრიორიტეტებს. დღეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რეფორმები კრიმინალური პოლიციის სისტემაში და რა თქმა უნდა საზღვრის დაცვის მიმართულებით, ასევე შემდგომი ნაბიჯის გადადგმა საპატრულო პოლიციის რეფორმირებაში. ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ კარგად გვესმის , რომ გამართული და პოლიტიკურად დამოუკიდებელი საპოლიციო სისტემის გარეშე არ არსებობს შსს-ს წარმატება“, - განაცხადა შს მინისტრმა.
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)