21:09 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 18:43:56, 1850 ნახვა

კომენტარი
სკოლის დირექტორი დაჭრილ მოსწავლეზე: აბსოლუტურად უკონფლიქტო, ძალიან მშვიდი ბავშვია

15 წლის მოზარდი, რომელიც რუსთაველიზე გამზირზე, პირველი რესპუბლიკის სკვერში დაჭრეს, ვარკეთილში მდებარე კერძო სკოლის „ოქროს აკვანის“ მოსწავლეა.

როგორც სკოლის დირექტორმა მაია მიქაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, დაჭრის ფაქტს სკოლის ტერიტორიაზე არანაირი ინციდენტი არ უძღოდა წინ.

მისივე თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

"არ ვიცი რა ხდება, ახლა ავდივარ საავადმყოფოში და გავარკვევ. ისიც არ ვიცი ჯერ, როგორ არის. ბავშვი არის აბსოლუტურად უკონფლიქტო, ძალიან მშვიდი და კარგი. დღეს გაკვეთილებს ჩვეულებრივად ესწრებოდა. წელს გადმოვიდა ჩვენ სკოლაში თუ არ ვცდები. შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი ინციდენტი წინ არ უძღოდა დაჭრის ფაქტს, რადგან ყველაფერს ძალიან ვაკვირდებით, განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე", - განაცხადა მიქაზემ.

ცნობისთვის, მოზარდი დღეს რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის პარკში დაჭრეს. ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics