19:00 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 17:42:20, 1917 ნახვა

საზოგადოება
სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელად ია მაქაცარია დაინიშნა

სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელად ია მაქაცარია დაინიშნა. 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსახური ავრცელებს. 

ფონდი  პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წელს დაფუძნდა და დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22 წლამდე 470 ბავშვისა და მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - საზღვარგარეთ.

"სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან, საქართველოში, უსახსრობის გამო, სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა. ფონდი საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით ე.წ. „ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების" ამოქმედებას და ალტერნატიული რესურსების მობილიზაციას ისახავს მიზნად, რომელიც ძირითადად, 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდასაჭერად მიიმართება",-ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics