|
2017-12-19 17:40:11, 1913 ნახვა
ეკონომიკა
სემეკმა ჰიდრო და თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ტარიფები დაადგინა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღევანდელ საჯარო სხდომაზე ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფები დაადგინა. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2018-2020 წლებისათვის შეადგენს 4.002 თეთრს/კვტსთ-ზე; შპს „ენგურჰესისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2018-2020 წლებისათვის განისაზღვრა 1.818 თეთრით/კვტსთ-ზე. რაც შეეხება თბოსადგურებს, შპს „ჯიფაუერის“ 2018-2020 წლების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი განისაზღვრა 9.431 თეთრი/კვტსთ-ით. შპს „ჯიფაუერის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასური 2018 წლისათვის შეადგენს 44 874 ლარს/დღეზე. შპს „გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის“ 2018-2020 წლების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი განისაზღვრა 8.012 თეთრით/კვტსთ-ზე, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის საფასური 2018 წლისათვის - 383 893 ლარი/დღეზე. შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ (მე-3;მე-4 ენერგობლოკები) 2018-2020 წლების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფია 11.511 თეთრი/კვტსთ-ზე; ხოლო გარანტირებული სიმძლავრის საფასური 2018 წლისათვის მე-3 ენერგობლოკისთვის - 18 637 ლარი/დრეზე და მე-4 ენერგობლოკისთვის - 20 357 ლარი/დღეზე. შპს „მტკვარი ენერჯის“ ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფია 11.512 თეთრი/კვტსთ, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის 2018 წლის საფასურია - 59 630 ლარი/დღეზე. სს „საქრუსენერგოს“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი 2018-2020 წლებისათვის განისაზღვრა 0.278 თეთრით/კვტსთ-ზე, ხოლო შპს „ენერგოტრანსისთვის“ელექტროენერგის გადაცემის ტარიფი 2018-2020 წლებისათვის - 0.380 თეთრით/კვტსთ-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)