01:51 - 28 Aug, 2026
|
2017-12-19 08:59:23, 1915 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი დღეს 2.5453 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.5453 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.5405 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0048 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა. 1 ევრო დღეს, 3.0001 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9980 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)