06:32 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-18 18:02:08, 2103 ნახვა

საზოგადოება
საცხოვრებელ კომპლექსში „m2 თამარაშვილზე“ ევაკუაციის სიმულაცია ჩატარდა

დეველოპერული კომპანია m2-ისა და გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, საცხოვრებელ კომპლექსში „m2 თამარაშვილზე“ ევაკუაციის სიმულაცია (მიწისძვრის და მის შედეგად გამოწვეული ხანძრის დროს) ჩატარდა. მასში მონაწილეობა ამავე კომპლექსის მაცხოვრებლებმა მიიღეს. 

სიმულაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის საააგენტომ, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით მიირეს მონაწილეობა.

ასეთი სწავლება საცხოვრებელ კომპლექსში საქართველოში პირველად ჩატარდა და იგი რისკების პრევენციისა და მოსახლეობაში კატასტროფების დროს ქცევის სტანდარტის გაცნობის მიზნით გაიმართა.

m² -სა  და  ASB -ს შორის ურთიერთთანამშრომლობა მიმართულია დეველოპერული კომპანიის კონკრეტულ კომპლექსში საპილოტე პროექტის განხორციელებაზე, რაც მოიცავს კატასტროფის რისკის მართვისთვის პროგრამით განსაზღვრულ აქტივობებს: ტრენინგების ჩატარება, საგანმანათლებლო მასალების გავრცელება მობინადრეებისთვის, კატასტროფის რისკის მართვის პრაქტიკული აქტივობები სიმულაციის სახით, m² - ის თანამშრომელთა გადამზადება და სპეციალური უსაფრთხოების შტაბის ფორმირება. მნიშვნელოვანია, რომ კატასტროფის რიკის მართვის პროგრამა  ითვალისწინებს ინკლუზიურ მიდგომას.

პროექტი ხორცილდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) მიერ,  ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის  ფინანსური მხარდაჭერით, DIPECHO IV ფაზის მიმდინარე პროექტის „ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ ფარგლებში.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics