06:32 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-17 14:33:33, 2182 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი ბავშვებს: თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასოდეს გაეკარებით ნარკოტიკებს

„თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასოდეს  გაეკარებით ნარკოტიკკებს“,-ასე მიმართა  ბავშვებს საკვირაო ქადაგებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.  

„თქვენი დღესასწაულია ბავშვებო.  თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ღმერთი  ყველაფერს ხედავს და ყველაფერი  ესმის.

ზოგიერთი ახალგაზრდა ნარკოტიკებს ღებულობს. ბავშვებო თქვენ ახლა დგეხართ  ღვთის წინაშე, თქვენ უნდა  დადოთ სიტყვა, რომ თქვენ არასდროს  არ გაეკარებით ნარკოტიკებს“,-აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქმა  ქადაგებაზე ახალგაზრდების აღზრდასთან დაკავშირებითაც  ისაუბრა.

„მე მინდა ასევე შევეხო აღზრას, თქვენ იცით ამას წინათ მოხდა დიდი უბედურება. ახალგაზრდებმა მოკლეს ორი ახალგაზრდა, ღმერთმა გვაპატიოს ეს ცოდვა“,-ბრძანა უწმინდესმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics