19:18 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-09 10:45:10, 366 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ლაშა შაყულაშვილი ესტუმრა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ლაშა შაყულაშვილი ესტუმრა.

შეხვედრას ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეები დაესწრნენ. სტუმარმა საკუთარი საქმიანობისა და პროფესიული წარმატების შესახებ ისაუბრა. ძირითადი დრო კი ახალ პროექტს  - Model PACE 2015 დაეთმო.

„ეს  არის უნიკალური პროექტი, რომელიც თბილისში 22-26 მაისს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები  ახალგაზრდები ოთხი დღის განმავლობაში ევროპის საბჭოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე იმსჯელებენ. პროექტი აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით პირველად განხორციელდება. მისი ორგანიზატორები იქნებიან გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელობა და მსოფლიო მშვიდობის ფედერაცია,  რომელსაც გაეროში სპეციალური საკონსულტაციო სტატუსი გააჩნია“, - აცხადებენ დანაშაულის პრევენციის ცენტრში.

ღონისძიებაში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების აქტიური მონაწილეებიც ჩაერთვებიან. როგორც ცნობილია, ლაშა შაყულაშვილი საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლად გაეროში 2014 წელს აირჩიეს. იგი  სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში 2010 წლიდან მუშაობს, ასევე აქტიურად არის ჩართული  მოხალისეობრივ საქმიანობაში.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების („ლიდერთა სახლი“, „მოხალისე“, „ორი თაობა“) მიზანია სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics