18:43 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 17:53:27, 2280 ნახვა

საზოგადოება
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქის პირობებში ჩატარდება

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქის პირობებში ჩატარდება.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

„სააგენტო აქტიურად მუშაობს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქალაქის პირობებში ჩატარების პროექტზე. აღნიშნული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს.

ამ მიმართულებით დაგეგმილია სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. გარდა ამისა, საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც პრაქტიკული გამოცდისთვის საჭირო ადგილების და მარშრუტების იდენტიფიცირებაზე მუშაობენ.

მოსახლეობას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისთვის შერჩეული ადგილების შესახებ, ასევე პრაქტიკული გამოცდის პროცედურების თაობაზე. მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალ წესზე გადასვლა დაგეგმილია 2018 წლის პირველი ნახევრიდან“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics