01:28 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 15:24:12, 2405 ნახვა

პოლიტიკა
იურიდიულმა კომიტეტმა კონსტიტუციურ ცვლილებებს მხარი მეორე მოსმენით შენიშვნების გათვალისწინებით დაუჭირა

იურიდიულმა კომიტეტმა კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ პროექტს მეორე მოსმენით შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირა.

კომიტეტის სხდომაზე  მთელი რიგი შენიშვნები გამოითქვა, რომელთან დაკავშირებითაც რამდენიმე გაზიარებულია. პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად განმარტა ცვლილებები, რომელიც   კონსტიტუციის  ახალ რედაქციაში მეორე მოსმენისას შევიდა:

„იყო მთელი რიგი შენიშვნები გამოთქმული, რომელთაგან შეგვიძლია, რამდენიმე გავიზიაროთ. პირველი- ბატონ რეზო არველაძის ინიციატივა იყო, რომელიც შეეხებოდა პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტას იმისათვის, რომ წყვეტა საერთოდ არ იყოს, შეგვიძლია გავიზიაროთ შემოთავაზება, ბოლოსწინა წინადადება გადავიტანოთ ბოლოში- წინა პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება მას შემდეგ, რაც ახალი პარლამენტის უფლებამოსილება იქნება სრულად ცნობილი.

რაც შეეხება ბატონი ზაქარია ქუცნაშვილის წინადადებას, ერთი სიტყვის დამატებაზე  იყო საუბარი-ნამდვილი ხმები,  შეგვიძლია ჩავწეროთ, ანუ ბარიერის გადალახვა იანგარიშება ე.წ. ნამდვილი ხმებიდან და არა მისული ამომრჩევლიდან, რაც არის საყოველთაო პრაქტიკა და შეგვიძლია ეს სიტყვა დავამატოთ.“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა მთავარ საკითხზე-კონსტიტუციციის მე-18 მუხლის ფორმულირებაზე.

მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ერთიანდება  და შემდეგი სახით ჩამოყალიბდება:

ყველას აქვს უფლება, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ, ან სხვა ინფორმაციას, ან ოფიციალურ დოკუმენტს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის შეიცავს კომერციულ, ან პროფესიულ საიდუმლოებას, ან გარდა იმ შემტხვევებისა, როცა დემოკრატიულ საზოგადეობაში აუცილებელი სახელმწიფო, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით, ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.

„რაც შეეხება ჩანაწერს კანონით, ან კანონით დადგენილი წესით, აქ უნდა განიმარტოს, რა იგულისხმება, კანონით არის აღიარებული მაგალითად ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის მასალები სახელმწიფო საიდუმლოებად, მეორე არის შემთხვევები, როცა არ არის რაღაც აპრიორი სახელმწიფო სადიმულოებად, მაგალითად, 2 მინისტრის საუბარი აპრიორი ვერ იქნება აღაირებული სახელმწიფო საიდმლოებად. აქ უნდა იყოს კანონით დადგენილი წესი, რომლის შესაბამისადც ინდივიდუალურად  ხდება აღიარება სახელმწიფო საიდმლოებად“,-განმარტა  კობახიძემ.

ცვლილებაა მე-15 მუხლის მე-4 პუნქტთან დაკავშირებით. მე-15 მუხლიდან მე-4 პუნქტი იქნება ამოღებული და მე-18 მუხლს  მე-3 პუნქტად დაემატება.

„მთლიანობაში მე-18 მუხლში შესაბამისი ძირითადი უფლებები იქნება დაცული უფრო მაღალი სტანდარტით, ვიდრე იმ რედაქციით, რომელიც არის დამტკიცებული“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics