|
2017-12-15 15:06:53, 2264 ნახვა
სამართალი
სასამართლომ საყდრისის დამცველების სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, საყდრისი-ყაჩაღიანისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის აღდგენისა და ამ ტერიტორიაზე კომპანია „RMG Gold“-ის მიერ სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოების შეწყვეტის შესახებ საყდრისის დამცველების სარჩელი არ დააკმაყოფილა. სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო ბუაჩიძე უძღვებოდა. სხდომაში მონაწილეობას მოსარჩელე მხარეები: ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი, მეორე მოსარჩელე ირაკლი ლომიძე და კიდევ ერთი მოსარჩელის, მარინე მიზანდარის წარმომადგენელი ლალი პეტრიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციდან. სხდომაში მონაწილეობდა მოპასუხე მხარის - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ნინო გადილია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადეგენელი თეა ონიანი. ჟურნალისტმა, ნინო მიქიაშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ კომიტეტი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. „ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა იყო საყდრისის აფეთქების წინა დღეს, 2014 წლის 12 დეკემბერს კულტურის მინისტრისა და სააგენტოს გენერალური დირექტორის, ანუ მხიეილ გიორგაძის და ნიკოლოზ ანთიძის ხელმოწერილი აქტების ბათილად ცნობას. ეს ის აქტებია, რომლითაც საყდრისის მოუხსნეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და არემჯი გიოლდს მისცეს უფლება საყდრისი აეფეთქებინა. საყდრისის ჯალათების სიას კიდევ ერთი გვარი, მოსამართლე ნინო ბუაჩიძე შეემატა. თუმცა მას შეეძლო საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერილიყო. რა თქმა უნდა ჩვენ გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, თუ წავაგებთ, გავასაჩივრებთ უზენაესში და ბოლოს წავალთ სტრასბურგში. აუცილებლად ვიბრძოლებთ. მე, ერთ ადამიანს რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთბ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. “, - განაცხადა ნინო მიქიაშვილმა. შეგახსენებთ, 2014 წლის 13 დეკემბერს კომპანია „RMG Gold“-მა საყდრის-ყაჩაღიანის უბანზე განხორციელებული რამდენიმე აფეთქებით დაიწყო მადნის მოპოვება ბორცვზე, რომლის სიღრმეშიც, მეცნიერთა მტკიცებით, მდებარეობს უძველესი - ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე ათასწლეულის - ოქროს მაღარო. საზოგადოების პროტესტისა და მაღაროს სტატუსთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარე დავის მიუხედავად, კომპანია მაინც აგრძელებს მადნის მოპოვებას მძიმე ტექნიკის გამოყენებით.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)