05:34 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 15:08:53, 1847 ნახვა

საზოგადოება
ნინო ბერძული პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგს დაესწრო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგს დაესწრო.

კურსის მთავარი თემა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკა - მანიპულაციის ტექნიკა და ციტოლოგიური მასალის შეფასება იყო. 

ნინო ბერძულის თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს და მსგავსი ტრენინგები ხელს შეუწყობს საქართველოში ციტოლოგიური კვლევების გაუმჯობესებას. ღონისძიებაზე ასევე ყურადღება გაამახვილეს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების სწორი დიაგნოსტიკისა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის აუცილებლობაზე.

ტრენინგი ორ დღეს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას იღებენ  ჰოლანდიელი წამყვანი სპეციალისტები - პათოლოგები და ციტოლოგები, რომლებიც ქართველ კოლეგებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics