|
2017-12-15 12:22:58, 1965 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიული კომიტეტზე კონსტიტუციურ ცვლილებებს მუხლობრივად განიხილავენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ცვლილებებს მუხლობრივად განიხილავენ, მომხსენებელი პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძეა. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-5 მუხლში იზრდება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით და ეს რეგულირება ძირითად კანონში დგინდება სოციალური სახელმწიფოს ჩარჩო-პრინციპის ერთ-ერთ კომპონენტად; მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში კონკრეტდება სახელმწიფოს მხრიდან მიმოსვლის თავისუფლებაში ჩარევის კონსტიტუციური ზღვარი და ხდება თავდაპირველად ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტის ჩანაწერიდან სიტყვების „დანაშაულის თავიდან აცილების“ ამოღება; მე-15 მუხლის 1-ელ პუნქტში კონკრეტდება სახელმწიფოს მხრიდან პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობისა და ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლებაში ჩარევის კონსტიტუციური ზღვარი და ხდება თავდაპირველად ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტის ჩანაწერიდან სიტყვების „დანაშუალის თავიდან აცილების“ ამოღება; საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-16 მუხლში „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციის შესაბამისად ზუსტდება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების, შეზღუდვის კონსტიტუციური საფუძვლები. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი რედაქციიდან სიტყვების-„სახელმწიფო უსაფრთხოება“, „დანაშაულის თავიდან აცილება“ და „მართლმსაჯულების განხორციელება“ ამოღებას; მე-17 მუხლის მე-5 პუნქტში კონკრეტდება სახელმწიფოს მხრიდან აზსრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებაში ჩარევის კონსტიტუციური ზღვარი და ხდება თავდაპირველად ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტის ჩანაწერიდან სიტყვების „დანაშაულის თავიდან აცილების“ ამოღება; კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ჩანაწერში ხდება შინაარსობრივი ტავტოლოგიის აღმოფხვრა და ტერმინი „განსაკუთრებით მძიმე განზრახი დანაშაული“ იცვლება სიტყვებით „განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“; კონსტიტუციის 27-ე მუხლში განმტკიცებულ განათლების საყოველთაო უფლებას ემატება კიდევ ერთი კომპონენტი, კერძოდ, მე-3 პუნქტში არსებულ უფლებას-„აკადემიური თავისუფლება უზრუნველყოფილია“, დაემატება კონსტიტუციური გარანტია უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში ავტონომიური პრინციპის დაცვის თვალსაზრისით; კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღებას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 37-ე მუხლის ახალი ვერსიის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ყველა მანდატი განაწილდება პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების პროპორციულად; კანონპროექტის 50-ე მუხლში იცვლება საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი და პრეზიდენტობის კანდიდატი, იქნება არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ; ტერმინი „ხმოსანი“ იცვლება ტერმინით – „საარჩევნო კოლეგიის წევრი“. კონსტიტუციის მე-60 მუხლის შემოთავაზებული ფორმულირებით, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს წყვეტდა სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით. გარდა ამისა, არჩევნებში მონაწილე სუბიექტთათვის წინასწარგანჭვრეტადი და სტაბილური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, დგინდება საკონსტიტუციო სამართალწარმოების დროებითი შეზღუდვა, არჩევნების თვებმდე, საარჩევნო კანონმდებლობის არაკონსტიუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით; კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის ასამოქმედებელ რედაქციაში, კერძოდ, 64-ე მუხლის მე-2 პუნქტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა შემადგენლობაში, ინსტიტუციური კვოტით ერთვება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; კონსტიტუციური კანონის პროექტის გარდამავალი დებულების თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, გარდა პოლიტიკური პარტიებისა, კვლავ ექნება პოლიტიკური პარტიების გაერთიანებით შექმნილ საარჩევნო ბლოკებს. აგრეთვე, გარდამავალი დებულებები მიუთითებენ, რომ ამ კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდეს შემოთავაზებული კანონპროექტის პირველი მუხლით დადგენილი კონსტიტუციის ახალი რედაქციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქოებასთან დაკავშირებული კონსტიტუციური რეგულირებები. საქართველოს პარლამენტის 116-მა წევრმა კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის ხელახალი ინიცირება მიმდინარე წლის 2 ნოემბერს მოახდინა. როგორც აღინიშნა, ამის მიზანს წარმოადგენს ვენეციის კომისიის შენიშვნების გათვალისწინებით, 2017 წლის 13 ოქტომბერს მიღებული კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მოდიფიცირება და ამასთანავე, ქვეყნის ძირითად კანონში იმ ცვლილებების ასახვა, რომელთა საჭიროებაც გამოვლინდა შემოთავაზებული კანონპროექტის ხელახალი საყოველთა-სახალხო განხილვის პროცესში.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)