01:28 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 13:41:26, 2211 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 115 ხმით, უკვე დამტკიცებულ კონსტიტუციურ პროექტში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კონსტიტუციური კანონპროექტის ძირითად ტექსტში  11 ცვლილება შედის, ასევე ცვლილებებია ამავე კანონპროექტის გარდამავალ დებულებაში:

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის  მე-5 მუხლში იზრდება სახელმწიფოს  პოზიტიური ვალდებულებები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური ხარჯვის  თვალსაზრისით და ეს რეგულირება ძირითად  კანონში  დგინდება სოციალური სახელმწიფოს ჩარჩო-პრინციპის ერთ-ერთ კომპონენტად;

მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში კონკრეტდება სახელმწიფოს მხრიდან მიმოსვლის  თავისუფლებაში ჩარევის კონსტიტუციური ზღვარი და ხდება თავდაპირველად ინიცირებული კონსტიტუციური  კანონპროექტის ჩანაწერიდან  სიტყვების „დანაშაულის თავიდან აცილების“ ამოღება;

მე-15 მუხლის 1-ელ პუნქტში კონკრეტდება სახელმწიფოს მხრიდან პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობისა და ინფორმაციული თვითგამორკვევის  უფლებაში  ჩარევის კონსტიტუციური ზღვარი და ხდება  თავდაპირველად ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტის ჩანაწერიდან სიტყვების „დანაშუალის თავიდან აცილების“ ამოღება;

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-16 მუხლში „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციის შესაბამისად ზუსტდება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების, შეზღუდვის კონსტიტუციური საფუძვლები. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი რედაქციიდან სიტყვების-„სახელმწიფო უსაფრთხოება“, „დანაშაულის თავიდან აცილება“ და „მართლმსაჯულების განხორციელება“ ამოღებას;

მე-17 მუხლის მე-5 პუნქტში კონკრეტდება სახელმწიფოს მხრიდან აზსრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების  უფლებაში ჩარევის კონსტიტუციური ზღვარი და ხდება თავდაპირველად ინიცირებული  კონსტიტუციური კანონპროექტის ჩანაწერიდან სიტყვების „დანაშაულის თავიდან აცილების“ ამოღება;

კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ჩანაწერში ხდება შინაარსობრივი ტავტოლოგიის  აღმოფხვრა და ტერმინი „განსაკუთრებით მძიმე განზრახი დანაშაული“ იცვლება  სიტყვებით „განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“;

კონსტიტუციის 27-ე მუხლში განმტკიცებულ განათლების საყოველთაო უფლებას ემატება კიდევ ერთი კომპონენტი, კერძოდ, მე-3 პუნქტში არსებულ უფლებას-„აკადემიური თავისუფლება უზრუნველყოფილია“, დაემატება კონსტიტუციური გარანტია უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში ავტონომიური პრინციპის დაცვის თვალსაზრისით;

კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღებას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 37-ე მუხლის ახალი ვერსიის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ყველა მანდატი განაწილდება პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების პროპორციულად;

კანონპროექტის 50-ე მუხლში იცვლება საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი და პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ; 50-ე მუხლში ტერმინი „ხმოსანი“ იცვლება ტერმინით – „საარჩევნო კოლეგიის წევრი“. 

კონსტიტუციის მე-60 მუხლის შემოთავაზებული  ფორმულირებით, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც,  საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების  კონსტიტუციურობის  საკითხს წყვეტდა  სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით. გარდა ამისა, არჩევნებში მონაწილე  სუბიექტთათვის  წინასწარგანჭვრეტადი და სტაბილური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, დგინდება საკონსტიტუციო  სამართალწარმოების დროებითი შეზღუდვა, არჩევნების  თვებმდე, საარჩევნო კანონმდებლობის არაკონსტიუციურად  გამოცხადებასთან დაკავშირებით;

კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის ასამოქმედებელ რედაქციაში, კერძოდ, 64-ე მუხლის მე-2 პუნქტში იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს წევრთა შემადგენლობაში, ინსტიტუციური კვოტით ერთვება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

კონსტიტუციური კანონის პროექტის  გარდამავალი დებულების თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში  მონაწილეობის შესაძლებლობა, გარდა  პოლიტიკური პარტიებისა, კვლავ ექნება პოლიტიკური პარტიების  გაერთიანებით შექმნილ საარჩევნო ბლოკებს. აგრეთვე, გარდამავალი  დებულებები მიუთითებენ, რომ ამ კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდეს შემოთავაზებული კანონპროექტის  პირველი  მუხლით დადგენილი კონსტიტუციის ახალი რედაქციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქოებასთან  დაკავშირებული კონსტიტუციური რეგულირებები.

საქართველოს პარლამენტის 116-მა წევრმა კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის ხელახალი ინიცირება მიმდინარე წლის 2 ნოემბერს  მოახდინა.

როგორც აღინიშნა, ამის მიზანს წარმოადგენს  ვენეციის კომისიის შენიშვნების გათვალისწინებით, 2017 წლის 13 ოქტომბერს  მიღებული  კონსტიტუციის გადასინჯვის  კანონპროექტის  მოდიფიცირება და ამასთანავე, ქვეყნის ძირითად კანონში იმ ცვლილებების ასახვა, რომელთა საჭიროებად გამოვლინდა  შემოთავაზებული კანონპროექტის ხელახალი საყოველთა-სახალხო განხილვის პროცესში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics