00:49 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 13:05:18, 2112 ნახვა

მსოფლიო
წელს მიანმარში 7 ათასამდე როჰინჯა მუსლიმი მოკლეს

მიანმარში, 2017 წლის აგვისტოდან დღემდე,  როჰინჯას 7 ათასამდე წარმომადგენელი მოკლეს.

სტატისტიკას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“  ავრცელებს. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დევნის გამო, მიანმარიდან ბანგლადეშში 600 ათასზე მეტი როჰინჯა გაიქცა. მიანმარის შეიარაღებული ძალების მხრიდან განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი 730 ბავშვია მათგან ნახევარი 5 წლამდე ასაკის.

გაეროს ოფიციალური მონაცემებით, მიანმარი 830 ათასზე მეტმა როჰინჯა მუსლიმმა დატოვა.

მიანმარში სიტუაცია 2017 წლის 25 აგვისტოს შემდეგ დაიძაბა, როდესაც  "როჰინჯა არაკანას გადარჩენის არმიის” დანებით და ხელნაკეთი ბომბებით შეიარაღებულმა მებრძოლებმა  მიანმარის არმიის ბაზასა და პოლიციის 30-ზე მეტ საგუშაგოზე თავდასხმა მოაწყვეს და  ქვეყნის სპეცსამსახურების, სულ ცოტა, 12 წარმომადგენელი მოკლეს.

როჰინჯა მიანმარის ერთ-ერთი ეთნიკური უმცირესობაა. ქვეყანაში დაახლოებით მილიონი როჰინჯა ცხოვრობს. მათი უმრავლესობა მუსლიმია, მაშინ, როდესაც მიანმარის მოსახლეობის 90% - ბუდისტია.ისინი  მიანმარის შტატ რაკჰაინში ცხოვრობს და ტერიტორიის მკვიდრად მიაჩნია თავი, თუმცა ისტორიკოსების უმეტესობა მიიჩნევს, რომ როჰინჯები ბრიტანული კოლონიალიზმის პერიოდში ბანგლადეშიდან მიანმარში ჩაასახლეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics