2017-12-14 11:08:20, 2081 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის არმიამ ღაზას სექტორიდან გაშვებული 2 პალესტინური რაკეტა ჩამოაგდო
ისრაელის არმიამ ღაზას სექტორიდან გაშვებული 2 პალესტინური რაკეტა ჩამოაგდო, - ამის შესახებ Jerusalim Post იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა დაშავებულები.
მედიის ცნობით, რაკეტის ჩამოგდების გამო ქალაქ სდეროტში, სადაც 25 000-მდე ისრაელელი ცხოვრობს, განგაშის სიგნალი გააქტიურდა.
შეგახსენებთ, რომ შეტაკებები ისრაელსა და პალესტინას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 დეკემბერს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.
ავტორი: ,