2017-12-14 10:58:09, 2143 ნახვა
მსოფლიო
კანადაში სამგზავრო თვითფრინავი ჩამოვარდა - არიან დაშავებულები
კანადაში სამგზავრო თვითფრინავი ჩამოვარდა, - ამის შესახებ CBC იუწყება.
კანადაში ავიაკომპანია West Wind Aviation-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა . ATR-42 ბორტზე 22 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდნენ.
ინციდენტი აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე მოხდა. პოლიციის განცხადებით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ხოლო დაღუპულების შესახებ ცნობები ჯერ არ ვრცელდება.
კანადის ტრანსპორტის სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ავტორი: ,