01:28 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 10:03:25, 2258 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარიამ შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ახალი დირექტორი დანიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორად ეკატერინე მაჭავარიანი დანიშნა.

ეკატერინე მაჭავარიანი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის მაგისტრია. 2009-2017 წლებში იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 2008-2009 წლებში იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის რეფორმის პროგრამის ეროვნული კოორდინატორი იყო. 2006-2007 წლებში იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში რეფორმებისა და სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2005–2006 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სტრატეგიული განვითარების განყოფილების უფროსი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ეკატერინე მაჭავარიანი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარებას, ევრო და ჩრდილო ატლანტიკურ ინტეგრაციას და პროექტების მართვას უხელმძღვანელებს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics