|
2017-12-13 15:10:47, 1845 ნახვა
ეკონომიკა
კახა კალაძე ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და დედაქალაქის განვითარების პროცესში მათი ჩართულობის აუცილებლობაზე ესაუბრა. შეხვედრა, რომელიც ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა, დიალოგის ფორმატში წარიმართა. დედაქალაქის მერმა ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან ყურადღება ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნის, ქალაქის განვითარებაზე ზრუნვისა და იმ რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზე გაამახვილა, რაც მისი თქმით, დედაქალაქის კიდევ უფრო მეტ განვითარებას უზრუნველყოფს. „თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც ქალაქის განვითარებაში საკუთარი წვლილი ყოველდღიურად შეგაქვთ, ქმნით სამუშაო ადგილებს, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, როგორც დედაქალაქისთვის, ასევე ქვეყნისთვის. ვიცით, რომ ყველაზე დიდი პრობლება, რომელიც დღეს ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს, სამუშაო ადგილებია. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ბიზნესს ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ იმისთვის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ქალაქის განვითარება მხოლოდ საბიუჯეტო სახსრებით შეუძლებელია, რაშიც დედაქალაქის მთავრობას ბიზნესის დახმარება დასჭირდება. „ვიცით ყველა ის პრობლემა, რომელსაც ბიზნესი წლების განმავლობაში აწყდებოდა. შესაბამისად, იმ რეფორმებით, რომელიც გვაქვს დაგეგმილი, მაქსიმალურად გვინდა, რომ მერია მოქნილი სტრუქტურა, ადამიანებზე ორიენტირებული გავხადოთ, რათა გადაწყვეტილებების მიღება სწრაფად ხდებოდეს, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, ჩვენ მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს, რომ ქალაქი სწორად განვავითაროთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)