2017-12-12 19:18:35, 2574 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგს ნატოს გენმდივნის უფლებამოსილება 2 წლით გაუხანგრძლივდა
იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე 2020 წლის 30 სექტემბრამდე იმუშავებს.
Indenpendent-ის ინფორმაციით, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა ალიანსის გენერალური მდივნისთვის უფლებამოსილების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღეს.
იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გენერალური მდივანი ამბობს, რომ გაგრძელებს მუშაობას ალიანსის გასაძლიერებლად და ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად.
იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალურ მდივნად 2014 წლის 1 ოქტომბერს აირჩიეს. ის ნატოს მეცამეტე გენერალური მდივანია.
ავტორი: ,