18:08 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 18:12:12, 2075 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩაატარა

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩაატარა.

ლაბორატორიას სოციალური მიმართულების კაბინეტის, გეოეკოლოგიის  კლუბის წევრები ესტუმრნენ და ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დროს, მოზარდებს წარედგინათ შემეცნებითი პროგრამა, რომელიც მათ მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმარებათ. სხვადასხვა დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მათ სპეციალურად მოზარდებისთვის შექმნილი ბროშურები და ლაბორატორიის სიმბოლიკიანი სუვენირებიც გადაეცათ.

შეხვედრის დროს, კლუბის წევრებს განემარტათ ბიოუსაფრთხოებისა და  ლაბორატორიულ დანადგარებთან უსაფრთხო მუშაობის პრინციპები. ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გასცნობოდნენ და თავადაც ჩართულიყვნენ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი,  შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია  ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის ღონისძიებების მიზანია საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებების მიმართულების  პოპულარიზაცია და ახალგაზრდული იდეების ხელშეწყობა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობა და ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელება დაგეგმეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე საარჩევნო კოდექსში ცვილებებზე -არაფერი არ იზღუდება, ყველა უბნის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს
კობახიძე -რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება საწვავის ფასზე
"საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში" - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics