2017-12-12 17:42:50, 2183 ნახვა
მსოფლიო
ავსტრიაში მომხდარმა აფეთქებამ, ევროპაში რუსული გაზის მიწოდება შეაფერხა
ავსტრიაში ბაუმგართენის გაზსადენის აფეთქების გამო, რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდების სისტემა შეფერხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg– ი ავრცელებს.
ინციდენტი დილით, ვენადან 50 კილომეტრში მოხდა.
BBC-ის ცნობით, აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 18 კი მძიმედ დაშავდა. ხანძრის გაჩენის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.
ცნობისთვის, ბაუმგართენის გაზსადენი რუსული "გაზპრომის" მთავარი გასასვლელი გზაა ხორვატიაში, იტალიასა და სლოვენიაში.
ავტორი: ,