04:39 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 17:24:26, 1962 ნახვა

საზოგადოება
დიმიტრი ჯაიანი საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს

საქართველოს სახალხო არტისტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენისა და უკრაინის პრესტიჟის ორდენის კავალერი, მაყურებლის სიმპათიის პრიზის მფლობელი, ქალაქ სენაკის საპატიო მოქალაქე, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი, დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ათეული წლების განმავლობაში, 1999-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი  დიმიტრი (დიმა) ჯაიანი ქართულმა საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე გააცილა.

რუსთაველის თეატრში სახალხო არტისტთან გამოსამშვიდობებლად და ოჯახის წევრებისთვის მისასამძიმრებლად, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ასობით ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, მეგობრები, კოლეგები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება.

დიმიტრი ჯაიანი თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics