00:49 - 28 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 14:45:01, 2450 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი ახალი ზელანდიის ელჩს, მერი თურსტონს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახალი ზელანდიის ელჩს საქართველოში (რეზიდენციით ქალაქი ვარშავა) მერი თურსტონს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოს აგრარული პოტენციალის შესახებ და აგრარული პროდუქციის ექსპორტის ზრდისთვის ბაზრების  დივერსიფიცირების მნიშვნელობის საკითხზე ისაუბრა.

მხარეებმა ახალ ზელანდიაში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (მათ შორის, ღვინო, თხილი, კივი) ექსპორტის  განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა ახალი ზელანდიის ელჩს ის პროექტები გააცნო, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის ახორციელებს და რომლის მიზანიც აგრობიზნესის სტიმულირება და ადგილობრივი წარმოების ზრდაა.

შეხვედრაზე მერი თურსტონმა საქართველოსთან აგრარული მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებისა და ქვეყნებში არსებული გამოცდილების გაზიარების კუთხით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სრებრენიცაში გენოციდის ბრალდებით გასამართლებული რატკო მლადიჩი ჰააგაში გარდაიცვალა
ზელენსკი კიშინიოვში ჩავიდა
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
კობახიძე ამბობს, რომ 10 წლის მუშაობის შედეგად მდინარაძემ ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics